ალუდა ღუდუშაური: წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, საჭიროა მკაფიო განმარტება, არა ისეთი, თურმე პოლონელ ექიმს ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს

წინდით ნიმუშების გატანა შემაშფოთებელია, ამას მკაფიო განმარტება სჭირდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა „ვივამედში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილს სასჯელი აარიდონ, თუმცა მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა.

პოლონეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საგარეო უწყებაში იმყოფებოდა. მკაფიოდ უნდა იყოს დაფიქსირებული პოზიცია, რა ფაქტთან და განზრახვასთან გვქონდა საქმე. მაშინ, როცა ეს ვაჟბატონი ქვეყნის სათავეში იყო, პატიმრებთან კომუნიკაციაც კი, წერილების შეგზავნა-გამოტანა დიდი რისკის შემცველი, პრაქტიკულად, აკრძალული იყო. ეს პროცესი დიდ ფილტრს გადიოდა და თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, შემდეგ ხდებოდა კომუნიკაციის დაშვება. სააკაშვილი არის მსჯავრდებული და მასთან კომუნიკაციას აქვს თავისი წესები, რომელიც ყველამ უნდა დაიცვას. უმძიმესი ფაქტია თავისი შინაარსით. ვინც ნიმუში წინდით გამოიტანა, ამას განმარტება სჭირდება, არა ისეთი, თურმე ჯიბის მიმართ პროტესტი აქვს და ყველაფერს წინდით ატარებს. ეს ღიმილის მომგვრელი და შეურაცხმყოფელია. საჭიროა მკაფიო პასუხი, რასთან გვქონდა საქმე. სააკაშვილს სამართლიანი სასჯელის მოხდა ძალიან უჭირს. ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ძალები დაინტერესებული არიან, რომ სააკაშვილი სასჯელს განარიდონ. მათ მცდელობებს სტრასბურგის სასამართლომ წერტილი დაუსვა. ეს ყველაფერი ამორალურია. როცა სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს ადამიანი სიმართლისგან ისე შორსაა, როგორც ცა და დედამიწა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

„იმედის კვირის“ ინფორმაციით, პოლონელი ნეიროქირურგი არტურ ზააჩინსკია, რომელსაც რეკომენდაცია სწორედ პოლონეთის საელჩომ გაუწია.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც პოლონელმა ექიმებმა კლინიკა დატოვეს, პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა გაუგებარ ინციდენტს. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.