ამერიკის შეერთებული შტატების საბრძოლო მასალის მარაგი, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების ფონზე, იწურება. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მისი თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა, რომ ნატოს სტანდარტის 155 მმ-იანი ჭურვების მარაგი “შედარებით მცირე იყო.”
სალივანის თქმით, ადმინისტრაციამ ასევე გააცნობიერა, რომ მარაგების მდგრად დონემდე შესავსებად წლები და არა თვეები იქნებოდა საჭირო.
გარდა ამისა, როგორც ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, უკრაინას დახმარება ქვეყნისთვის რთული ამოცანაა.
“პრეზიდენტმა ბაიდენმა პენტაგონს უბრძანა სწრაფად იმუშაოს, რათა გაზარდოს შეერთებული შტატების შესაძლებლობები, აწარმოოს ყველა საბრძოლო მასალა, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კონფლიქტისთვის, ნებისმიერ დროს დაგვჭირდეს. თვიდან თვემდე, ჩვენ ვზრდით საბრძოლო მასალის მიწოდების უნარს,” – თქვა სალივანმა.