ევროკავშირის ელჩი ითხოვს, რომ საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს, თუკი “ევროკავშირში შესვლა უნდა”

მორიგი თავხედური განცხადება გააკეთე ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პ. ჰერჩინსკიმ. “რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები – ველოდებით, რომ ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან”, – ასე განაცხადა პატივცემულმა ელჩმა.

„ჩვენ არაერთხელ ვნახეთ, როგორი არის ევროკავშირის პოზიცია, როცა საქმე ეხება რუსეთთან კონტაქტებს, რუსეთთან ფრენებსა და რუს ტურისტებს. რუსეთის სასტიკი, გაუმართლებელი, არაპროვოცირებული და სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩვენ კოლექტიურად გადავწყვიტეთ, შეგვეზღუდა მიმოსვლა, კონტაქტები. ამის გამო ნამდვილად ვწუხვართ, არ გვინდოდა, ეს მომხდარიყო, მაგრამ ჩვენ უნდა გვემოქმედა და ერთადერთი გზა ომის რაც შეიძლება მალე დასასრულებლად, რუსეთზე ზეწოლის განხორციელებაა და ასევე იმის უზრუნველყოფაა, რომ რუსეთი ძალიან დიდ საფასურს იხდის უკრაინაში უწყვეტი საშინელი ქმედებებისთვის. სწორედ ამიტომ შემოვიღეთ სანქციები, ამიტომ არის ძალიან რთული რუსებისთვის ევროპაში ჩამოსვლა. ჩვენ ველოდებით, რომ ყველა – საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით თანამოაზრე ქვეყნები, განსაკუთრებით ქვეყნები, რომლებსაც სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, ამავე მიდგომას მიჰყვებიან“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.