მარცვლეულის შეთანხმება აღარ მოქმედებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„ფაქტობრივად, შეთანხმების მოქმედება დღეს შეჩერდა. როგორც მანამდე პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, მოქმედების ვადა 17 ივლისს იწურება. სამწუხაროდ, ამ შეთანხმების ის ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხებოდა, დღემდე არ შესრულებულა. ამიტომ შეთანხმება აღარ იმოქმედებს“, – აცხადებს პესკოვი.
მან ასევე აღნიშნა, რომ როგორც კი რუსეთთან დაკავშირებული ვალდებულებები შესრულდება, მოსკოვი შეთანხმების რეალიზებას მიუბრუნდება.