ყირიმის ხიდზე კიევის რეჟიმის მიერ მოწყობილი ტერაქტი აფხაზეთში რუსი ტურისტების შედინებას შეუწყობს ხელს

რუს ტურისტებს, რომლებიც ანექსირებული ყირიმისკენ მიემგზავრებოდნენ ან იქ ჩასვლას უახლოეს დღეებში აპირებდნენ, დასვენების ერთ-ერთ ძირითად ალტერნატიულ ვარიანტად აფხაზეთს სთავაზობენ. ინფორმაციას TASS რუსეთის ტურინდუსტრიის კავშირის პრეზიდენტ ილია უმანსკის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამის მიზეზი გამთენიისას ყირიმის ხიდის აფეთქება და მასზე საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვაა.

უმანსკი ტურისტებს რეკომენდაცით მიმართავს, დაუკავშირდნენ ტურისტულ კომპანიებს, რომ აფხაზეთში ალტრერნატიული დაჯავშნები მიიღონ.

„ამჟამად აფხაზეთში ჯავშნების დიდი რაოდენობა არის ხელმისაწვდომი. ეს ღირებულებით ანალოგიურად იაფი მიმართულებაა… ტევადობა საკმარისია, რომ გზაში მყოფი ტურისტების მიღება შეძლონ,“ – დაასკვნის უმანსკი.

მისი მინაცემებით, უახლოეს დღეებში ყირიმში დასასვენებლად ჩასვლას, დაახლოებით, 20 ათასამდე ტურისტი გეგმავდა, რომლებსაც დასვენების ალტერნატიულ ვარიანტებს უკვე სთავაზობენ.

რაც შეეხება იმ რუს ტურიტებს, რომლებიც ყირიმიდან რუსეთში უნდა დაბრუნებულიყვნენ, მაგრამ ხიდის აფეთქების გამო იძლებული გახდნენ, ანექსირებულ ნახევარკუნძულზე დარჩენილიყვნენ, მათ ადგილობრივი სასტუმროები, დე ფაქტო ხელისფლების მითთებით, ჯავშნებს უფასოდ უხანგრძლივებენ. ამდენად, ყირიმში მოქმედი ოტელიერები უკვე ზარალობენ.

„იქნებ, ხიდზე სატრანსპორტო მოძრაობა რევერსულად მაინც აღდგეს, რომ ხალხს სახლში დაბრუნების შესაძლებლობას მიეცეს,“ – იმედოვნებს უმანსკი.

 

bpn.ge, მოამზადა ლადო სულაბერიძემ