„გაწკეპლეს 274 კაცი და 58 ქალი“ – „თალიბანი“ ავღანელი ქალების და გოგონების მიმართ შეზღუდვებს კიდევ უფრო ამკაცრებს

ოლო თვეების განმავლობაში „თალიბანის“ ხელისუფლებამ ავღანელი ქალების და გოგონების მიმართ კიდევ უფრო გაზარდა შეზღუდვები, მათ შორის ისეთ საკითხებთან მიმართებით როგორიც არის განათლება და დასაქმება. ამის შესახებ „ეიბისინიუსი“ გაეროს მოხსენებაზე დაყრდნობით იტყობინება.

„თალიბანის“ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხოლოდ კაცებს ექნებათ უფლება ჩააბარონ გამოცდები.

გარდა ამისა, ქალებს ნათესავი კაცის გარეშე შორ მანძილზე შეზღუდული აქვთ გადაადგილებაც.

მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში, „თალიბებმა“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის თანამშრომელი ორი ავღანელი ქალი დააკავეს, რადგან ისინი კომპანიონის გარეშე გადაადგილდებოდნენ.

როგორც გაერო თავის მოხსენებაში აღნიშნავს, „თალიბანის“ სადაზვერვო სამსახურმა დააკავა ბებიაქალი. ის 5 საათის განმავლობაში დაკითხეს და მოკვლითაც კი დაემუქრნენ, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციასთან მუშაობას გააგრძელებდა.

ამის შემდეგ კი ქალმა ორგანიზაცია დატოვა.

ასევე დაფიქსირდა ცნობები ქალების მიმართ ფიზიკური ძალადობის შესახებ.

თალიბანის მანკიერებისა და სათნოების დეპარტამენტის წევრებმა ხელკეტით სცემეს ქალს და პარკი იძულებით დაატოვებინეს.

„თალიბანმა“ გოგოებს მხოლოდ 6 კლასის განათლების უფლება მისცეს.

მედიასაშუალება წერს, რომ „თალიბანის“ მიერ მიღებულმა უკიდურესად მკაცრმა ზომებმა გამოიწვია  საერთაშორისო აჟიოტაჟი, რამაც გაზარდა ქვეყნის იზოლაცია. ჩამოინგრა ეკონომიკა და გაუარესდა ჰუმანიტარული კრიზისი.

„274 კაცი, 58 ქალი და ორი ბიჭი საჯაროდ გაწკეპლეს გასული 6 თვის განმავლობაში“, – იტყობინება გაერო.