“დასავლეთი როდესაც პუტინის შესახებ გავაფრთხილე, უგულებელმყვეს, როგორც არამდგრადი, გამწარებული გიჟი”. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოცემა „თაიმსისთვის“ მიწერილ წერილში საუბრობს.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის “მიტაცების” განზრახვის შესახებ ორი ათწლეულის წინ განაცხადა, თუმცა გაფრთხილებები მისი აგრესიული ტერიტორიული ამბიციების შესახებ, დასავლეთმა უგულებელყო.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, პუტინს არ დაუმალავს მისი გეგმები ტერიტორიების მიტაცებასთან დაკავშირებით, როდესაც ისინი 2004 წელს კრემლში მოლაპარაკებისთვის შეხვდნენ.
„ყველაფერი, რასაც ახლა ის აკეთებს, მეტ-ნაკლებად ჩვენი პირველი შეხვედრისას ცხადყო“, – წერს სააკაშვილი.
როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კრემლში გამართული ამ შეხვედრის შემდეგ, ის პუტინთან დაკავშირებული შეშფოთებების გამოსახატად ბერლინში გაემგზავრა, თუმცა გერმანიის კანცლერი გერჰარდ შრედერი ამას არ შეუშფოთებია.
„გასაკვირი არ არის, მან მაშინვე აცნობა ჩემ შესახებ პუტინს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.