ჩრდილოეთ კორეამ ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის ზღვაში ორი მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გაშვებით მორიგი რაკეტის გამოცდა ჩაატარა.

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის უფროსების შეფასებით, რაკეტები სუნანის რაიონიდან იყო გასროლილი და ზღვაში ჩავარდა, თითოეულმა დაახლოებით 550 კმ დაფარა.

ჩრდილოეთ კორეამ გასულ კვირას მეორედ გაუშვა თავისი უახლესი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Hwasong-18.

18 ივლისს ოჰაიოს ტიპის ამერიკული წყალქვეშა ნავი, რომელიც ბალისტიკური რაკეტების მატარებელია, სამხრეთ კორეის ბუზანის პორტში შევიდა.