მარია ზახაროვას განცხადებით, გაეროს კიდევ სამი თვე აქვს იმისთვის, რომ მარცვლეულისა და სასუქის გატანის შესახებ რუსეთთან დადებული მემორანდუმი შეასრულოს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, გაეროს კიდევ სამი თვე აქვს იმისთვის, რომ მარცვლეულისა და სასუქის გატანის შესახებ რუსეთთან დადებული მემორანდუმი შეასრულოს.

მისივე თქმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში რუსეთი მზად არის მარცვლეულის საკითხზე მსჯელობას დაუბრუნდეს.

„გაეროს კიდევ სამი თვე აქვს კონკრეტული შედეგების მისაღწევად”, – განაცხადა ზახაროვამ.