პოლიტიკური გაერთიანება შედგა

„სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ერთობლივ განცხადებას დღეს გააკეთებენ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ერთობლივი ღონისძიება 20:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაშია“ დაგეგმილი.

აღნიშნული პარტიები 2024 წლის არჩევნებისთვის პოლიტიკური გაერთიანების საკითხზე კონსულტაციებს რამდენიმე კვირის განმავლობაში მართავდა, რის შესახებაც ორივე პარტიის წარმომადგენლები საუბრობდნენ.