“გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია “სტრატეგია აღმაშენებლისა” და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ გაერთიანებას გამოეხმაურა. დეპუტატი აცხადებს, რომ ეს ჰგავს “ძალა ერთობაშია 2”- ს, იმ განსხვავებით, რომ ახლა უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.
“დავიწყებ იმით, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს “ძალა ერთობაშია 2”- ს. “ძალა ერთობაშია” რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია, ვიკამათოთ. თუ თაკო ჩარკვიანის, პარლამენტში შეყვანა წარმატება იყო, წარმატებული იყო, თუ “ქართული ოცნების” შეცვლა იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, “ძალა ერთობაშიასგან” განსხვავებით აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას,” – განაცხადა ხვიჩიამ.