ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხომალდებს გაგზავნის – Politico

ირანთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, აშშ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო საექსპედიციო ნაწილს და დამატებით სამხედრო ხომალდებს გაგზავნის. ამის შესახებ Politico იტყობინება.

თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება რეგიონში საზღვაო საექსპედიციო შენაერთისა და დესანტის გაგზავნის შესახებ.

„საექსპედიციო ერთეული, როგორც წესი, მოიცავს დაახლოებით 2000 საზღვაო ქვეითს, გემი აღჭურვილია ვერტმფრენებით და დრონებით“, – წერს გამოცემა.

გემების გატაცება სპარსეთის ყურეში

ივლისის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა სპარსეთის ყურეში გაგზავნა F-16 გამანადგურებლები გემების გატაცებასთან საბრძოლველად.