თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უკრაინას F-16 საბრძოლო თვითმფრინავები მიმდინარე წლის ბოლომდე გადასცეს. ამის შესახებ კირბიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„F-16-ები უკრაინაში, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ჩავა. ჩვენ არ ვთვლით, რომ სიტუაციის შეცვლა ბრძოლის ველზე მხოლოდ F-16-ებს შეუძლიათ“, – განაცხადა ჯონ კირბიმ და დასძინა, რომ უკრაინას ახლა მეტი საარტილერიო ჭურვები სჭირდება.
შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების ამჟამინდელი პოტენციალი ქმნის „არაიდეალურ პირობებს“ უკრაინაში ამერიკული F-16 გამანადგურებლების მიწოდებისთვის.