როგორც ლიბერთი ბანკი და თიბისი იუწყებიან, მათ მუშაობა შეაჩერეს რუსულ სისტემა “უნისტრიმთან”. ლიბერთი ბანკში დააკონკრეტეს, რომ შეჩერების მიზეზი აღნიშნულ სისტემაში ხარვეზები გახლდათ. საინტერესოა, რომ “უნისტრიმთან” მიმართებაში ამ წუთამდე სტაბილურად მუშაობს “საქართველოს ბანკი”.
რაც შეეხება ფულადი გზავნილების სხვა რუსულ სისტემებს, როგორიცაა “რია”, “ზოლოტაია კორონა” და “კონტაქტი” ისინი დღევანდელი მოცემულობით სტაბილურად აგრძელებენ მუშაობას ქართულ ბანკებთან. თავად თიბისი ბანკი მოსახლეობას ურჩევს რუსეთთან მიმართებაში “ზოლოტაია კორონა” ფულადი გზავნილების სერვისი გამოიყენოს.