რატომ არ იმყოფებოდა ნიკა მელია გამარჯვების პლატფორმის პრეზენტაციაზე და იყო თუ არა ის საერთოდ მიწვეული ამ ღონისძიებაზე – “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პარტიაში ამბობენ, რომ წუხან, რადგან პირადი წყენის გამო გაერთიანება ვერ ხერხდება. კიდევ ერთ კითხვა – იქნება თუ არა ხაბეიშვილის შემცვლელი გიორგი ვაშაძე, ისევ უპასუხოდ რჩება.
“ქართულ ოცნებაში” განმარტავენ, რომ ეს გაერთიანება წარმატებას ვერ მიაღწევს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” რეალურად არც არასდროს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყოფილი და ის ყოველთვის ქვეყნის საზიანო საერთო გეგმით მოქმედებდა.
“ღრმა კრიზისში მყოფი “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც ლიდერებმა დატოვეს, ცდილობს რამენაირად გაძლიერდეს” – ასე ეხმაურება ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.