„როგორც იტყვიან, მკვდარი მკვდარს აეკიდა“ – თეა წულუკიანი ხაბეიშვილი-ვაშაძის პლატფორმაზე

ხაბეიშვილი-ვაშაძის ერთიან პლატფორმაზე “ქართულ ოცნებაში” მოითითებენ, რომ ეს გაერთიანება წარმატებას ვერ მიაღწევს და პოლიტიკურ სივრცეში შედეგს ვერ მოიტანს. მმართველ გუნდში თვლიან, რომ “სტრატეგია აღმაშენებელი” რეალურად არც არასდროს ყოფილა “ნაციონალური მოძრაობისგან” გამოყოფილი და ის ყოველთვის ქვეყნის საზიანო საერთო გეგმით მოქმედებდა.

“როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე – მკვდარი მკვდარს აეკიდა. აქედან, რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი. საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძველზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.