საფრანგეთმა, შესაძლოა რუს დეზერტირებს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს

რუსმა დეზერტირებმა შესაძლოა ევროპაში დასახლების უფლება მიიღონ. საფრანგეთმა, შესაძლოა ლტოლვილის სტატუსი მიანიჭოს რუს ჯარისკაცებს, რომლებმაც უარი განაცხადეს უკრაინაში ბრძოლაზე.

„რუსებს, რომლებიც გარბიან და არ სურთ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა, შეუძლიათ მიიღონ ლტოლვილის სტატუსი“,- წერს Le figaro.

აღნიშნულია, რომ „მობილიზაციის ფარგლებში გამოძახებულ რუსეთის მოქალაქეს შეუძლია პირდაპირ ან ირიბად ჩაიდინოს სამხედრო დანაშაული“.