საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი, მარლენ შიაპი, რომელმაც გაზაფხულზე ჟურნალ ითანამშრომლა და ინტერვიუ მისცა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.
ამის შესახებ BFMTV იტყობინება.
აპრილში პრემიერმინისტრმა, ელიზაბეთ ბორნმა შიაპი გააკრიტიკა და უსაყვედურა.
გაზეთ Le Figaro-ს ცნობით, ბორნმა დაურეკა სახელმწიფო მდივანს სოლიდარობისა და სოციალური ეკონომიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებში და უთხრა, რომ მისი ინტერვიუ იყო „კატეგორიულად შეუსაბამო დღევანდელ სოციალურ კონტექსტში“.
თავის მხრივ, შიაპამ Twitter-ში განმარტა, თუ რატომ დათანხმდა პუბლიკაციის გამოქვეყნებას.
მისი თქმით, ის „ყველგან იცავს ქალთა უფლებებს“ და დასძინა, რომ „საფრანგეთში ქალები თავისუფლები არიან“.
მას შემდეგ, რაც გაჟონა ინფორმაციამ, რომ სახელმწიფო მდივანი Playboy-ის გარეკანზე გამოჩნდება, ფრანგი ჟურნალისტები კამათობდნენ, მიზანშეწონილი იყო თუ არა თვითგამოცხადებული ფემინისტის გამოჩენა ისეთ ჟურნალში, რომელიც ცნობილია თავისი “შიშველი აქცენტებით”.