უნგრეთი ეწინააღმდეგება ევროკავშირის წინადადებას, რომლის თანახმადაც უკრაინის არმიის 20 მილიარდი ევროს მხარდასაჭერი ფონდი უნდა შეიქმნას. ამის შესახებ Politico-წერს.
20 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა და პირველად განიხილეს წინადადება უკრაინული არმიის მხარდასაჭერი ფონდის შექმნის შესახებ.
„შეხვედრის დროს უნგრეთმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა, თქვა, რომ გააპროტესტებს ფონდის შექმნას იქამდე, სანამ უკრაინა უნგრულ ბანკს OTP-ს „ომის სპონსორების“ სიიდან არ ამოიღებს“, – წერს მედიასაშუალება.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ თქვა, რომ „უნგრეთი მეტ ფულს არ გამოყოფს ევროპის ე.წ. მშვიდობის ფონდისთვის, რომელსაც ბრიუსელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების სუბსიდირებისთვის იყენებს“.