„სომხეთის პრემიერი ფაშინიანი – არის თოჯინა, მარიონეტი დასავლეთის დირიჟორების ხელში. უცხოური სპეცსამსახურები მუშაობენ. მხოლოდ წელს აშშ-მა სომხეთში „დამოუკიდებელი“ მედიის მხარდასაჭერად 17 მლნ დოლარი გამოყო“. ამის შესახებ „ტელეგრამში“ რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი თინა კანდელაკი წერს.
„თუ გინდა დაამარცხო ქვეყანა, უნდა იფიქროს ისევე, როგორც შენ ფიქრობ. ხშირად მოგვისმენია ეს. შემდეგ კი ვხედავდით, თუ როგორ ინგრევა ცხოვრება გარშემო. და აი ისევ, ამჯერად სომხეთში.
მხოლოდ წელს აშშ-მა სომხეთში „დამოუკიდებელი მედიის“ მხარდასაჭერად 17 მლნ დოლარი გამოყო. „დამოუკიდებელ მედიაში“ რაც გინდა, იმის წერა არ შეიძლება. ამ პროცესის გასაკონტროლებლად შექმნილია „მედიაინიციატივების ცენტრი“, რომელსაც ნუნე სარქისიანი ხელმძღვანელობს. ეს ორგანიზაცია კომპანია Meta-სთან არის დაკავშირებული და, შესაბამისად, სოცქსელებშიც მას ცენზურის უზრუნველყოფის შესაძლებლობა აქვს.
სომხურ მედიაში დადის ჭორები, რომ ხელისუფლებას მედია ასოციაციის შექმნა აქვს დაგეგმილი, რომელიც მასმედიის ლიცენზირებით იქნება დაკავებული. ამ ასოციაციის ყველა წევრი სწორედ ის მედიასაშუალება იქნება, რომელიც ხსენებული 17 მლნ. დოლარით შეიქმნა.
ამავდროულად, სომხეთში ალტერნატიული მოსაზრებებიც არსებობს და ის ესმით. მაგ. Alpha News კოლეგებთან ერთად განაგრძობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და რუსეთთან ურთიერთობებზე ალტერნატიული აზრის ტრანსლირებას და ამას საკმაოდ ხარისხიანად აკეთებს. ბოლო თვეებში საიტის აუდიტორია 7-ჯერ გაიზარდა.
იქნებ მოვიდა დრო, რომ ჩვენც გავიხსენოთ „რბილი ძალის“ ეს ელემენტი და დასავლელ პარტნიორებს კონკურენცია გავუწიოთ, რომლებსაც რუსეთის აზრი საერთოდ არ აინტერესებთ?
მარგო [მარგარიტა სიმონიანი – რედ.], შენ რას ფიქრობ?“ – წერს თინა კანდელაკი.