„სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის მხარეზე დგომა, პირველ ყოვლისა, უსამართლობისა და მორალური ბარიერების წაშლის მხარეზე დგომაა.
“ამერიკაში მოქმედი „რუსული კანონი“ – ე.წ. FARA აღმოჩნდა პანდორას ყუთი „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ფაქტობრივად, ის მავნებლური საკითხები, რაც „ნაცმოძრაობაში“ უხვად არის ჩვენი საზოგადოებისთვის უკვე საბოლოოდ ცნობილი გახდა, თუნდაც ის დეზინფორმაციული კამპანია, რომელიც სინამდვილეში არა სააკაშვილის გადასარჩენად, არამედ საქართველოს გასაშავებლად იყო წარმოებული.
სააკაშვილის მეგობრობა ან მისი ლობირება ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს დანაშაულის, ძალადობისა და კრიმინალის მეგობრობასა და ლობირებას და არა ქართველი ხალხისა და ჩვენი საზოგადოების. ეს ყველამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, იმიტომ, რომ სააკაშვილის მხარეზე დგომა, პირველ ყოვლისა, უსამართლობისა და მორალური ბარიერების წაშლის მხარეზე დგომაა. ეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ვინც ამ არჩევანს აკეთებს, უპირისპირდება სამართლიანობას, ჩვენი ქვეყნის მომავალსა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.