“კაცი არის პატიმარი, ეკუთვნის ციხეში ყოფნა და ციხეშიც კი არ არის, კიდევ ჯანმრთელობაზე რომ მიდის მინიშნებები, როდესაც საკუთარ თავს იზიანებდა ეს ადამიანი ჯერ გამოცხადებული და მერე გამოუცხადებელი შიმშილობით, ასეთ დროს, კიდევ ჩვენ რომ გვიკეთებენ მინიშნებებს ეს უბრალოდ არასწორია. ისეთი განცხადებები უნდა გაკეთდეს, რომლებიც არ წაახალისებს თვითდაზიანებას სააკაშვილის მხრიდან” – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
“წარმოუდგენელია. კაცი არის პატიმარი და ციხეშიც კი არ არის. ის არის უკიდურეს კომფორტში, კერძო კლინიკაში მთელი ამდენი ხნის განმავლობაში. თქვენ ნახეთ ვიდეო კადრებიდან როგორია მედპერსონალის დამოკიდებულება მის მიმართ და საპირისპიროდ, როგორია სააკაშვილის დამოკიდებულება მედპერსონალის მიმართ. ასეთ დროს კიდევ დამატებითი მინიშნებები რომ კეთდება, უბრალოდ არასწორი და არაეთიკურიც არის ეს ყველაფერი” – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.