ლევან ხაბეიშვილი – „გამარჯვების პლატფორმაში“ გაერთიანებაზე აუცილებლად დაველაპარაკებით პროდასავლელ ლიდერებს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია

ამ თემაზე კონსულტაციები არ გვქონია, თუმცა საუბრები, ცხადია, გვაქვს და გვექნება, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშილმა ჟურნალისტების კითხვას, „გამარჯვების პლატფორმაში“ გაერთიანებზე ჰქონდა თუ არა კონსულტაციები გიორგი მარგველაშვილთან.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, მარგველაშვილი ყველასთვის სასურველი ლიდერია.

„გიორგი მარგველაშვილი სადაც არ უნდა იყოს, რა პოზიციაც არ უნდა დაიჭიროს, დარწმუნებული ვარ, იბრძოლებს პუტინის კარის ოლიგარქის და რუსული პარტიის წინააღმდეგ. აუცილებლად დაველაპარაკებით სხვადასხვა პროდასავლელ ლიდერს და საზოგადოებას აუცილებლად ექნება ამის შესახებ ინფორმაცია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.