საბერძნეთი მეშვიდე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვის, ევაკუირებულია 20 000-მდე ადამიანი

საბერძნეთი მეშვიდე დღეა, ტყის ხანძრებს ებრძვის, დაახლოებით 20 000 ადამიანი ევაკუირებულია, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. როგორც მედია წერს, საბერძნეთში, კუნძულ როდოსზე დაახლოებით 20 000 ადამიანს მოუწია სახლებისა და სასტუმროების დატოვება. 2000-ზე მეტი დამსვენებელი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა, თუმცა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ გამგზავრების მოლოდინშია.

მედიის ცნობით, ასობით მეხანძრე, თურქეთისა და სლოვაკეთის დახმარებით იბრძვის კუნძულ როდოსის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სოფლებში ხანძრის ჩასაქრობად.

ტყის ხანძრები ასევე მძვინვარებს კუნძულ კორფუზე, საბერძნეთის დასავლეთით და კუნძულ ევიაზე, ათენის დედაქალაქთან.

რეკორდულად მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის გამო, ხანძრის ლიკვიდაცია ამ დრომდე ვერ ხერხდება.

„ხანძარი კვლავ გაჩნდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება დასახლებებს“, – განუცხადა „როიტერს“ სახანძრო ბრიგადის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.