საბერძნეთში ქართული ბანდა ყაჩაღობის და ძარცვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ქართველებმა 3 სახლი გაძარცვეს.
ამავე ცნობით, მათ სახლიდან ფული და სხვა ძვირფასი ნივთები წაიღეს.
როგორც მედია წერს, საქართველოს მოქალაქეებს მესამე სახლში ძარცვისას სიურპრიზი – გაწვრთნილი ძაღლი დახვდათ, რომელმაც მათ ქურდობაში ხელი შეუშალა.
ადგილობრივებმა პოლიციას შეატყობინეს და დამნაშავეები დააკავეს.
პოლიციის განცხადებით, ბანდა კარგად ორგანიზებული იყო.