თეთრმა სახლმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს – ამის თაობაზე განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც მოსკოვში გუშინ დილით შენობები დაზიანდა უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად.
თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა, პრესკონფერენციაზე ხაზგასმით თქვა, რომ “მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებს”. აქვე ისიც აღნიშნა, რომ ეს რუსეთის ომია და მოსკოვს ამ ყველაფრის დასრულება ნებისმიერ დროს, თავად შეუძლია, უკრაინიდან ძალების გაყვანით.