ვაკეში სროლა იყო

ვაკეში, მზიურის პარკის მიმდებარედ, ერთ-ერთ იურიდიულ კომპანიაში სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 38 წლის ბიზნესმენი, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ტყვია ფეხში მოხვდა. დაჭრილი სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო ტარების მუხლებით დაიწყო.