დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთს მიაჩნია, რომ რუსეთს შეუძლია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმა.
„დიდი ბრიტანეთი მიიჩნევს, რომ რუსეთმა შეიძლება გააძლიეროს უკრაინის სურსათის ექსპორტის განადგურების კამპანია შავ ზღვაში სამოქალაქო გემებზე თავდასხმით. ჩვენ ხაზს გავუსვამთ ამ არაკეთილსინდისიერ ქცევას გაეროს უშიშროების საბჭოში. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს სურსათის გლობალური მარაგის მძევლად აყვანა და დაუბრუნდეს შაზი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას“, – აღნიშნა ჯეიმს კლევერლიმ.