ხანძარი ნიცასთან

ფრანგულ საკურორტო ქალაქ ნიცასთან ახლოს ხანძარია. შეწყდა რკინიგზის ხაზის ფუნქციონირება ! ჯერჯერობით უცნობია დაიხურება თუ არა ნიცას საერთაშორისო აეროპორტი, თუმცა როგორც მაშველები აცხადებენ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. სამაშველო ავიაციის საშუალებით მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობის პროცესი. თავად ხანძარი კი რეგიონში მაღალმა ჰაერის ტემპერუტარამ გამოიწვია.