ეკვადორის ციხეებში მასობრივი არეულობები დაიწყო – დაიღუპა 18 პატიმარი, ტყვედ ჩავარდა ციხის თითქმის 100 მცველი. ქვეყნის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ მთელი ქვეყნის ციხეებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, – ამის შესახებ RBC-Ukraine The Guardian-ზე დაყრდნობით იუწყება.
მედიის ცნობით, შეტაკებები შაბათს დაიწყო ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ციხეში. პატიმრები იყენებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს და ასაფეთქებელ მოწყობილობებსაც კი.
გარდა ამისა, აჯანყება მძვინვარებს სხვა 13 ციხეში – იქ 96 სამართალდამცავი დააკავეს, პატიმრებმა კი შიმშილობა დაიწყეს სანიტარიული პირობებისა და საკვების გაუმჯობესების მოთხოვნით.
„ამ დროისთვის შაბათიდან დაფიქსირებული შეტაკებების შემდეგ 18 პატიმრის გარდაცვალება დადასტურდა. დაშავდა 10 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი“, – აცხადებენ ქვეყნის პროკურატურაში.
ეკვადორის პრეზიდენტმა გილერმო ლასომ ქვეყნის ციხეებში 60 დღით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და შეიარაღებულ ძალებს ციხეებზე კონტროლის აღდგენის უფლება მისცა.