საქართველოში ბენზინისა და დიზელის იმპორტის 81% რუსეთზე მოდის

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში, საქართველოში იმპორტირებული საწვავის 81.1% სწორედ რუსეთზე მოდიოდა.

ზოგადად, 2023 წლის პირველ 6 თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი წლიურად 6.2%-ით გაიზარდა და 554 200 ტონა შეადგინა. აქედან 273 700 ტონა ბენზინია, ხოლო 280 500 ტონა – დიზელი.

,,ბიზნესპრესნიუსი” გთავაზობთ საქართველოში საწვავის იმპორტს ქვეყნების მიხედვით:

  • რუსეთი – 449 500 ტონა (მთელი იმპორტის 81,1%);
  • რუმინეთი – 77 600 ტონა (14%);
  • თურქმენეთი – 11 400 ტონა (2%);
  • აზერბაიჯანი – 9 500 ტონა (1.7%);
  • ბელარუსი – 5 000 ტონა (0.9%);
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები – 1 000 ტონა (0.2%);
  • უკრაინა – 100 ტონა (0.02%);
  • ბულგარეთი – 100 ტონა (0.02%).

წყარო: bpn.ge