თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, კურორტ ქემერთან ტყეს ცეცხლი უკიდია და ძლიერი ხანძარია, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.
ხანძარი მაღალმა ტემპერატურამ გამოიწვია.
ანტალიის გუბერნატორის განცხადებაში ნათქვამია, რომ ხანძარი სწრაფად გავრცელდა ტყეში ძლიერი ქარის და დაბალი ტენიანობის შედეგად.
მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა საჭირო ზომას მიმართავს, რომ სტიქია დასახლებულ ტერიტორიაზე არ გავრცელდეს.
ხანძრის ჩაქრობის პროცესში – 22 საჰაერო ვერტმფრენი და 200-ზე მეტი მანქანაა ჩართული. კემერის რაიონში დაახლოებით 120 ჰექტარი ტყე დაიწვა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 6 ადამიანი ძლიერი დაკვამლიანების გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს.