ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაში დაზვერვას გააძლიერებს, მათ შორის, სადაზვერვო თვითმფრინავებისა და დრონების გამოყენებით, – ამის შესახებ ნატო-უკრაინის საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სხდომა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივით გაიმართა და ე.წ. მარცვლეულის შეთანხმებიდან. რუსეთის გასვლის თემას ეძღვნებოდა.