ოპოზიციონერი დეპუტატი ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის იდეის გარეშე პარტიების გაერთიანება განწირულია.
როგორც ჟურნალისტებს საბომ განუცხადა, ნებისნიერ გაერთიანებას იდეური საფუძველი უნდა ჰქონდეს და „ბიძინა ცუდია“ იდეური საფუძველი არ არის.
„იდეის გარეშე გაერთიანება დაშლისთვის არის განწირული. არაერთი გაერთიანება გვინახავს, რომელიც დაშლილა. ბოლოს სამეულის გაერთიანება დაიშლა. ნებისმიერ გაერთიანებად წებო სჭირდება და ეს წებო არის, რომ ერთნაირი რაღაცები გვინდოდეს სასამართლოში, ეკონომიკაში და ა.შ. ეს აუცილებელი წინაპირობაა მყარი გაერთიანების. ალბათ, ოპოზიციაში უმეტესად ფინანსური რესურსის გარშემო ერთიანდებიან – აქეთ ხაზარაძის და იქით სააკაშვილ-კეზერაშვილის გარშემო. საპარლამენტო არჩევნებამდე ამდენი ხნით ადრე ასეთი გაერთიანებები ვერ მიატანს“, – განაცხადა საბომ.