რუსეთი პატივისცემით ეკიდება აფრიკის ქვეყნების გეგმებს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ, რადგან ეს მწვავე პრობლემაა, რუსეთის ფედერაცია არ გაურბის ამ საკითხის განხილვას, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა, „რუსეთ-აფრიკის“ სამიტის სხდომაზე განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტის თქმით, მოსკოვი ყურადღებით სწავლობს აფრიკის ქვეყნების სამშვიდობო გეგმას.
„შუამავალი მისიები მონოპოლიზებული იყო მხოლოდ ე.წ. განვითარებული დემოკრატიის მქონე ქვეყნების მიერ. ახლა აფრიკაც მზად არის, დაეხმაროს პრობლემების გადაჭრას, რომლებიც, როგორც ჩანს, მისი ძირითადი ინტერესების ზონის მიღმაა. ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს ინიციატივებს და ყურადღებით განვიხილავთ მათ“,- თქვა ვლადიმირ პუტინმა.