გიორგი ვოლსკი: დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი

“დასავლეთის ბაზრები ჩინეთისთვის საგანგებოდ მნიშვნელოვანია და საგანგებოდ მნიშვნელოვანია საქართველო, როგორც სატრანზიტო დერეფანი”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ პრემიერის ჩინეთში ვიზიტის შეფასებისა განაცხადა.

„სატრანზიტო დერეფანი არის სწორედ ის სტრატეგიული მიმართულება, რომელზეც ჩვენი დიდი ხანია ვსაუბრობთ და რითაც საქართველო ფასდება, როგორც პარტნიორი, ეკონომიკურ დარგში“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 27 ივლისს დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილი 28 ივლისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს შეხვდა. საქართველო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტმა სი ძინპინმა საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე ამაღლების შესახებ განაცხადეს.