პოლონეთი უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ძალაში ტოვებს.
ქვეყნის ვიცე პრემიერ-მინისტრის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სფეროს დაცვის მიზნით, პოლონეთი უკრაინულ მარცვლეულს ქვეყანაში 15 სექტემბრის შემდეგაც არ შეუშვებს. მისი თქმით, უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა ევროკავშირის დონეზე თუ არ გაგრძელდება, ამას ვარშავა დამოუკიდებლად გააკეთებს.
„პოლონეთი ვერ გაწირავს თავის სოფლის მეურნეობას და ჩვენმა უკრაინელმა მეგობრებმა ეს უნდა გაიაზრონ“, – განაცხადა კაჩინსკიმ.
ამასთან, პოლონეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლონეთი უკრაინას პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით აქტიურად ეხმარება.
„ჩვენ გვინდა, რომ მათ მოიგონ ეს ომი“, – განაცხადა კაჩინსკიმ.