რატი იონათამიშვილი – მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ

მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან „ფეიკს“ და შფოთავენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, უგემოვნო „ფეიკები“ აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე.

„მამუკა მდინარაძეს კომენტარი ლაინერთან დაკავშირებით საერთოდ არ გაუკეთებია, მაგრამ მაინც მთელი სერიოზულობით აზიარებენ ნახევარსაათიან “ფეიკს” და შფოთავენ.

სინამდვილეში ამით ორი რამე აშკარავდება – ერთი, რომ ყალბ ამბებზე აგებენ საკუთარ დღის წესრიგს და მეორე – თუ რამე არ მოიგონეს, არაფერი აქვთ ხელმოსაჭიდი. თან, ასე, არაგრამატიკულად და უხარისხოდ.

მაგრამ ზუსტად ასეთი უგემოვნო “ფეიკები” აჩვენებს ყველაზე კარგად, ვინ არის ორიენტებული საქმეზე და ვინ – ცილისწამებასა და ტყუილზე“, – წერს რატი იონათამიშვილი.