ირაკლი ჯანყარაშვილი – თქვენც კარგად იცით როგორ სისულელეს ბოდავთ

” თარეში იცით რა იყო ქალბატონო ინგა ?

თქვენი “მამაღლარი” სააკაშვილი რასაც უწყობდა საქართველოს 9 – წლის განმავლობაში აი ის იყო თარეში! ”

_ ” უტიპროფის მწვერვალებს იპყრობს ტვ – პირველი და ამ მწვერვალის თავში დგახართ, რუსები თარეშობენ საქართველოშიო და ამ დროს თქვენი ტელევიზია უკრაინაში ომის დაწყების დღიდან აქტიურად იღწვის ჩვენს ქვეყანაში იგივე სცენარის გადმოსატანად.

კარგად გესმით, რომ რუსი ტურისტების შემოსვლით ვერც გავრუსდებით და მითუფრო ნამდვილ თარეშს ავიცილებთ თავიდან.

ისიც კარგად გესმით, ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკამ რამდენი სიკეთე მოუტანა ქვეყანას და რამხელა უბედურებას გადაგვარჩინა.

_ ” რუსების თარეში და ტურისტების ნაცვლად მათი ტანკების ნახვა სწორედ თქვენ გნებავთ, თქვენ და თქვენს დამკვეთებს ორი წელია საქართველოს ათას ბრალდებას, რომ უყენებთ.

თურმე იარაღს ვაწვდით, ლარსს კიდევ იმიტომ არ ვკეტავთ, რომ აქ ითარეშონ.

თქვენც კარგად იცით როგორ სისულელეს ბოდავთ, მაგრამ სხვა რა გზა გაქვთ ?

ასე სურთ თქვენს დამკვეთებს.”

_ ” დღეს პროკურატურამ როინ შავაძის საქმე გახსნა, აგვისტოს ომის გმირის რომელიც შენმა დღევანდელმა “ბოსებმა” წამებით მოკლეს და გატრუნული უცქერ, ფიანდაზებს უგებ შენს ეთერში მკვლელებს, მთავარ მკვლელს და ქვეყნის ამაოხრებელ სააკაშვილს შენატრი და მწამებელს წამებულად გვისაღებ.

თუმცა ალბათ არც ეს არის შენი ბრალი, ასე სურთ შენს დამკვეთებს და სხვა რა გზა გაქვს! ”

– ირაკლი ჯანყარაშვილი

წყარო: პუბლიცისტი