ეკა ხოფერიამ აფხაზეთის განათლების მინისტრის თანამდებობა დატოვა

ეკა ხოფერიამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ხოფერია სოციალურ ქსელში წერს და ამბობს, რომ 1 აგვისტოდან სამინისტროს მისი კოლეგა, ნანა გადელია უხელმძღვანელებს. ხოფერია მედიასაქმიანობის გაგრძელებას გეგმავს.

“1 აგვისტოდან ჩემი ცხოვრების კიდევ ერთი ახალი ეტაპი იწყება.

ვასრულებ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან სამსახურს – არ ვიქნები ჩვენი საყვარელი აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი.

ეს გადაწყვეტილება მე მივიღე, ვფიქრობ , ორწელიწადნახევარში გუნდთან ერთად შევძელით ბევრის გაკეთება და ახლა დროა ახალი ეტაპი დაიწყოს, ახალი ძალებით , ახალი ენერგიით.

პირველ რიგში , მადლობა ახლა უკვე ჩემს ძვირფას მეგობარს, ძალიან მაგარ მენეჯერს სრულიად ახალი ხედვითა და მართლა წესიერ და სამშობლოს სამსახურში მყოფ რუსლან აბაშიძეს…

ახლა ცოტას დავისვენებ , ახალ პროექტებს მოვიფიქრებ, ჩემს მედია საქმიანობას განვაგრძობ, რომ კიდევ უფრო დიდი რესურსით და თანადგომით მეტი საქმე გავაკეთო აფხაზეთისთვის.

სამინისტროს ჩემი კოლეგა ნანა გაბელია უხელმძღვანელებს, ბრწყინვალე მენეჯერი და ბევრი კარგი პროექტის ავტორი. წარმატებებს ვუსურვებ მას მთელი გულით,” – წერს ხოფერია Facebook-ზე.