ქართულ-რუსული ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები რომ საქართველოსთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, ამაზე ნორმალური ადამიანები აღარ კამათობენ. მაგრამ რას აკეთებს ის ხალხი, ვინც გაიძახის, რომ ჩართულია ქართულ-რუსულ ურთიერთობებში და ავიამიმოსვლის აღდგენა ორ ქვეყანას შორის მათი დამსახურებაა?
იქნებ, საქმე სახელმწიფო ინტერესებს ნაკლებად ეხება და ყურადღების ცენტრში პირადი, ლობისტური ინტერესები დგას?!
საზოგადოებაში ძლიერდება კრიტიკული კითხვები იმის გამო, თუ რატომ არის უსაშველოდ ძვირი თბილისი-მოსკოვის რეისები. ავიაკომპანიები რომ ერთმანეთში გარიგდნენ, ეს ცხადია, მაგრამ ვინ “კრიშავს” ამ სიტუაციას “ზემოდან” – საკითხავი ეს არის.
აქ გთავაზობთ ქართველი პოლიტიკოსის, სანდრო ბრეგაძის რეპლიკას, რომელიც მან სოც. ქსელში გამოაქვეყნა და არსებულ რეალობას ასახავს:
რუსეთ-საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენა ან რუსეთს ან საქართველოს ეკონომიურად როგორ წაადგება, არაა დათვლილი, მაგრამ ავიაკომპანიები და მათი მფლობელი ჩარჩ-ვაჭრები რომ აყვავდნენ, ეს ფაქტია!
დღეს თბილისი- მოსკოვის ბილეთი (ერთი გზა) ღირს 1500 ლარი. და ეს მაშინ, როდესაც:
ერევანი-მოსკოვი ღირს – 360 ლარი
თბილისი – პარიზი – 579 ლარი
თბილისი – ბერლინი – 637 ლარი
თბილისი – ვენა – 583 ლარი
თბილისი – რომი – 605 ლარი .
აქეთ ესენი დარბიან მიტინგებზე , იქეთ ისინი , ზოგი დროშას წვავს და ზოგი ტანზე იხევს — ამ დროს კი ეს “ მამაძაღლი “ ჩარჩ-ვაჭარ-ბიზნესმენები და ავიაკომპანიები მილიონებს ჭრიან!
იმ ხალხს, რომლებიც ვითომ ქართულ-რუსულ დიალოგს აწარმოებენ და დიდ ფულს შოულობენ – ფულის გარდა, სულ კიდიათ ყველაფერი სხვა. ასე “ აღადგინეს “ ავიამიმოსვლა და რუსულ-ქართული ურთიერთობები!