საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თითოეულ თანამშრომელს გულითადად გილოცავთ სამსახურის დაარსებიდან მე-8 წლისთავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.
„უსაფრთხოების სამსახური მოკლე დროში ჩამოყალიბდა დამოუკიდებელ, თანამედროვე ევროპული სტანდარტების ინსტიტუციად; იგი ეფექტიანად უზრუნველყოფს შიდა და გარე საფრთხეების გამოვლენას, პრევენციასა და აღკვეთას, ებრძვის ტერორიზმსა და კორუფციას, უმაღლეს დონეზე იცავს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
თქვენი საქმიანობა ხშირად სიცოცხლისა თუ ჯანმრთელობის რისკთან არის დაკავშირებული; დღეს კიდევ კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას.
უსაფრთხოების სამსახურის თითოეული თანამშრომლის მაღალი პროფესიონალიზმი და პატრიოტიზმი უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოს სტაბილურობის დაცვის, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის უმთავრესი მიზნებისკენ სვლის პროცესში.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მაღალი პროფესიონალიზმის, საქმისათვის თავდადებისა და ქვეყნის ერთგულებისათვის, კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ“, – აღნიშნავს პრემიერი.