ირანში უპრეცედენტო სიცხის გამო 2 და 3 აგვისტო დასვენების დღეებად გამოცხადდა

ირანში უპრეცედენტო სიცხის გამო 2 და 3 აგვისტო დასვენების დღეებად გამოცხადდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ხელისუფლება ხანდაზმულ მოქალაქეებსა და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს უახლოეს დღეებში გარეთ გასვლისგან თავის შეკავებას ურჩევს. ოთხშაბათს და ხუთშაბათს საგანგებო რეჟიმში იმუშავებენ სამედიცინო დაწესებულებები.

ბოლო რამდენიმე დღეა, ირანის სამხრეთ ნაწილში მდებარე დასახლებებში ჰაერის რეკორდულად მალი ტემპერატურა ფიქსირდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ალაქ აჰვაზში ტემპერატურამ 51 გრადუსს მიაღწია.

არსებული პროგნოზით, ოთხშაბათს თეირანში ჰაერის ტემპერატურა 39 გრადუსს მიაღწევს.