სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან – კარასინი ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე

რუსი სენატორი გრიგორი კარასინი საკრუიზო გემის ჩასვლის წინააღმდეგ ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.

„სააკაშვილის პარტიის აქტივისტები არ წყნარდებიან. რუსეთისა და რუსების მიმართ სიძულვილის ბაცილა, რომელიც მან შემოიტანა, ცოცხალია. შემდეგ ის იშლება. საინტერესოა, რას მიაღწიეს „მყვირალა სააკაშვილებმა“ ბათუმში ჩვენივე ლაინერით ჩამოსული ტურისტების წინააღმდეგ აქციით? ვინ უშლის ხელს რუსეთთან მშვიდი ურთიერთობების დამყარებას? პასუხი ზოგადად ნათელია. მაგრამ მაინც”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე.

გემმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე დატოვა. Astoria Grande-მ ბათუმი რეისები მარშრუტებიდან უკვე ამოიღო.

რუსული საკრუიზო ლაინერის შემდგომ რეისებზე ბათუმი გათვალისწინებული აღარ არის.