„ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ ..მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!“ – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტისფეისბუქ-სტატუსს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მაშინ, როდესაც ამ გარეწარის დიქტატურის დროს ციხეებიდან გვამები გამოჰქონდათ და ხალხს აწამებდნენ, ეს უსამშობლო ვიგინდარა ზის ოროთახიან პალატაში და აქეთ იმუქრება. მიაბრძანეთ სადაც მისი ადგილია!!!“ – წერს ქადაგიძე.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:  რუსი ბოგანოები საქართველოს ვერ დაეპატრონებიან, თუნდაც იქამდე, სანამ მე, ცალკე აღებულ ქართველს, პირში სული მიდგას.