აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს უპრეცედენტო უწოდა და თქვა, რომ ფედერალური ბრალდებების შემდეგ არასდროს ჰქონია ასეთი მხარდაჭერა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, მის წინააღმდეგ წაყენებულმა ბრალდებებმა გააღვიძა მსოფლიო კორუფციით, სკანდალით და წარუმატებლობით, რომელსაც შეერთებულ შტატებში ბოლო სამი განმავლობაში აქვს ადგილი.
ტრამპის მტკიცებით, გამოკითხვები აჩვენებს, რომ ის ლიდერობს ეროვნულ გამოკითხვებში, როგორც რესპუბლიკელების ნომინაციაში, ასევე 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.
„ამერიკა დაცემის მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მას კვლავ დიდებულს გავხდით, უფრო დიდს, ვიდრე ოდესმე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.