უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა, რომ ყირიმის ხიდზე მიტანილ ორივე თავდასხმაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ამის შესახებ UNIAN-ის ცნობით, დანილოვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა.
„ჩვენი სამხედროები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ბევრი ისეთი ობიექტის ხელშეუხებლობის საკითხს, რომლებიც რუსეთში 100%-ით დაცულად მიაჩნდათ. ეს ეხება ყირიმის ხიდსაც, რომელიც პირდაპირ ახსენეს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს როგორც პირველ, ისე მეორე ოპერაციაში“, – აცხადებს დანილოვი.