კურორტ შოვში მეწყერმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.
როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, შოვში ჩამოწოლილი მეწყერის გამო, ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზები. ამჟამად ელექტროენერგია არ მიეწოდება მხოლოდ კურორტს შოვს და სოფელ გლოლას. ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლები ელექტროენერგიით სტაბილურად მარაგდება.
„ამ დროისთვს გადაადგილება შეფერხებულია, რაც ელექტროგადამცემი ხაზების აღგენითი სამუშაოების დაწყებას ართულებს. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ტექნიკური ბრიგადები მზად ყოფნაში არიან. როგორც კი შესაძლებელი იქნება, დაიწყება სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – აცხადებენ კომპანიაში.