აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ნიგერის ხუნტას დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტის, მოჰამედ ბაზუმის და მისი ოჯახის წევრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ პატიმრობაში იმყოფებიან.
ინფორმაცია აშშ-ს თეთრი სახლის ოფიციალურ საიტზე არის განთავსებული.
„მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოთ პრეზიდენტი ბაზუმი და მისი ოჯახის წევრები, და ასევე მოგიწოდებთ შეინარჩუნოთ ნიგერის მიერ ასე მძიმედ შეძენილი დემოკრატია“, – ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში.
ჯო ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ნიგერისა და აშშ-ს შორის პარტნიორობის შენარჩუნებისთვის ფუნდამენტური დემოკრატიული ფასეულობების, საკონსტიტუციო წესრიგის და სამართლიანობის დაცვა არის საჭირო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ნიგერი დამოუკიდებლობის 63-ე წლისთავს აღნიშნავს.