გურჯაანში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ დროისთვის ნაწილობრივ აღდგენილია ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მიწოდება.
როგორც გურჯაანის მერიაში აცხადებენ, იმ ოჯახებს, რომელებიც სტიქი შედეგად სახლის სახურავების გარეშე დარჩნენ, დროებითი გადახურვის საშუალებებით უზრუნველყოფს. გურჯაანში, თაყაიშვილს ქუჩის მცხოვრებლების საცხოვრებელი სახლების დაზიანება ქარისგან მოგლეჯილმა ნაძვისხეებმა გამოიწვია.
როგორც ადგილობრივი როინ ჭიღოლაშვილი ამბობს, რომ ხეების მოჭრის ნებართვის მიღებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას ბევრჯერ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.